Sunday, November 17, 2013

ბოლო დღე

          ეს ინტელის კურსიც დასრულდა. ვისწავლე ბევრი რამ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვუმეგობრდები კომპიუტერს თანდათან. სწავლების პროცესში ბევრი საინტერესო  და გამოსაყენებელი რამ ვისწავლე. იმედი მაქვს პრაქტიკაში გამოვიყენებ ამ ყველაფერს.


          დიდი მადლობა დათოს ჩვენი გაძლებისთვის!

Saturday, November 16, 2013

მერვე დღე

        დღეს უკვე მერვე დღეა, თითქოს ინათა, მგონი მეშველა, ვფიქრობ, რომ  შევძლებ საბოლოო სახე მივცე ჩემ გეგმას და განვახორციელო კიდეც.

Sunday, November 10, 2013

მეშვიდე დღე

     დღეს დავიწყე ბროშურის გაკეთება. ეგ თითქოს გამომივიდა. შემდეგ გამოქვეყნება გვასწავლა დათომ, მასთან ერთად გამომდის, მარტო რას ვიზამ, არ  ვიცი...

Saturday, November 9, 2013

მეექვსე დღე

    ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა,მაგრამ არც ისე ადვილი, როგორც ეს ტრენინგზე ჩანს. დრო და შრომა არ უნდა დავიშურო, თორემ ასე მგონია, ჯერ შორიდან ვუყურებ ამ ყველაფერს, ზოგჯერ მარტივად გამომდის რაღაცეები,ზოგჯერ კი...

Sunday, November 3, 2013

მეხუთე დღე

მე მგონია, შეუძლებელი არაფერია. დღეს უკვე რაღაც თითქოს უფრო გავერკვიე. ვნახოთ, რა იქნება!

საცდელი


Saturday, November 2, 2013

მეოთხე დღე

დიდი გასაჭირი მადგა, მაგრამ იმედია, არა უსაშველო. ვისწავლე სლაიდ-შოუს შექმნა და გაშვება.

Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენი შრომა მჭირდება იმისთვის , რომ  მართლა კარგი მასწავლებელი ვიყო. დროს ჩამოვრჩი, ასე მგონია!
მაგრამ გაჩერება არ შეიძლება!